დი მარიას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს
Aa
Aa

დი მარიას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს

როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა „Sport“-ი იუწყება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელ შემტევს, ანხელ დი მარიას კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, დი მარიამ კატალონიური კლუბის მხრიდან ინტერესი საჯარო გახადა და „ბარსელონაში“ გადასვლისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ჯერ-ჯერობით არგენტინელ ფეხბურთელს „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობიდან არავინ დაკავშირებია, თუმცა ცნობილია, რომ ანხელ დი მარია ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომლის საკუთარ გუნდში ხილვაც ლუის ენრიკეს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები