Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, დღეს ნაკრებმა ორჯერადი ვარჯიში გამართა: ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, ხოლო შემდეგ საფეხბურთო კლუბზესტაფონისბაზაზე.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან და ავსტრიასთან მატჩებისთვის გიორგი ლორია გამოაკლდა ტრავმის გამო. გიორგის ნუკრი რევიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრებს უკვე შეუერთდა. მის გარდა, ეჭვქვეშაა ჯიმი ტაბიძის საკითხიციგი სამედიცინო შტაბის დაკვირვების ქვეშაა და ყველაფერი უახლოეს დროში გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად 24 ფეხბურთელით განაგრძობს მზადებასერთადერთი გამონაკლისი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც გუნდს 30 აგვისტოს შეუერთდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ირლანდიას თბილისში დაუხვდება, ხოლო 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრიას ესტუმრება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეებიგიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე, უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ჯემალ ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა შერგელაშვილი

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ჭანტურია
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი არაბიძე, გიორგი ქვილითაია, ირაკლი სიხარულიძე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე "დინამო არენას" სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო-ირლანდიის მატჩი, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები