AS:
Aa
Aa

AS: "ბარსელონამ" "პსჟ"-ს პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა!

პოპულარული მადრიდული გამოცემა AS ავრცელებს ცნობას, რომ "ბარსელონამ" "პსჟ"-სთან, ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს თქმით, კატალონიელებმა პარიზელებს დი მარიას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს დი მარიას გაშვება არ უნდათ და მით უმეტეს ასეთ ფასად.

ანხელ დი მარია 29 წლისაა და ის 2010-14 წლებში "ბარსას" საძულველ მეტოქე "რეალში" თამაშობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები