Aa
Aa

"მესი "რეალის" ფეხბურთელია"! - ჰაკერებმა "რეალის" "ტვიტერსაც" შეუტიეს...

მადრიდის "რეალის" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდი ჰაკერების სამიზნე გახდა და მათ დაწერეს, რომ ლიონელ მესი "სამეფო კლუბში" გადავიდა.

ამ პოსტს 45 წუთში დაახლოებით 27 ათასი "რეტვიტი" ჰქონდა. თუმცა გულშემატკივართა უმრავლესობა მიხვდა, რომ ეს ჰაკერული თავდასხმა იყო და არა - სიმართლე.

მადრიდელებმა სისტემაზე კონტროლი დაახლოებით 1 საათში დაიბრუნეს აღნიშნული პოსტი წაშალეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰაკერებმა "ბარსელონას" "ტვიტერის" გვერდიც გატეხეს და დაწერეს, რომ "ბლაუგრანამ" ანხელ დი მარია შეიძინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები