ოფიციალურად: დემბელე “ბარსელონას” ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად: დემბელე “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიის "ბარსელონამ" 20 წლის ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

"ბარსას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი "დორტმუნდს" თავდაპირველად 105 მილიონს გადაუხდის. იმ შემთხვევაში თუ ახალწვეული "ბლაუგრანას" რიგებში თავს გამოიჩენს გარიგებას ბონუს თანხებიც დაემატება, რაც არაოფიციალური ინფორმაციით 40 მილიონს შეადგენს.

დემბელე ბარსელონაში 27 აგვისტოს ჩავა. ორშაბათს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება, რაც მესის კონტრაქტში მითითებულ თანხაზე მეტია.

უსმან დემბელე "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი და ფეხბურთის ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მასზე მეტი მხოლოდ ნეიმარშია გადახდილი - 222 მილიონი ევრო. სწორედ ბრაზილიელის შემცვლელად მიიყვანა "ბარსამ" დემბელე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები