„იუვენტუსმა“ ფერეირა გამოისყიდა
Aa
Aa

„იუვენტუსმა“ ფერეირა გამოისყიდა

ტურინის "იუვენტუსმა" "უდინეზედან" 24 წლის ნახევარმცველი რობერტო პერეირა დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიანკონერის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა გასული სეზონიც „იუვენტუსის“ რიგებში გაატარა, თუმცა მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებით. ახლა კი ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან იგი გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება. "ბიანკონერის" ხელმძღვანელებმა „უდინეზეს“ 14 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

რობერტო პერეირამ გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გაიტანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები