დღეს ნაკრები იტალიასთან ითამაშებს... - უკვე ჩემპიონის რანგში!..
Aa
Aa

დღეს ნაკრები იტალიასთან ითამაშებს... - უკვე ჩემპიონის რანგში!..

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები "აკროპოლისის თასის" გამარჯვებულია. 

აღნიშნულ გათამაშებაზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, შესაბამისად, ბოლო ტურის შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგი ქართველებს პირველობას ვერ წაართმევს.

ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის პირველ და მეორე შეხვედრაში საბერძნეთისა და სერბეთის უძლიერესი ნაკრებები დაამარცხა, დღეს კი იტალიის უმთავრეს გუნდს შეხვდება.

თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხზე" ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები