ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„ხვიჩას პოზიციაზე მბაპე თამაშობს და პსჟ-ს როგორ უნდა მოერგოს?“

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად საოცარ სეზონს ატარებს. ქართველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარას მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე გრანდი გამოხატავს. ბოლოს ფრანგული პრესა წერდა, რომ პსჟ მის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ამზადებდა.

დღეს ამ თემაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ისაუბრა და გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.

„ამ ეტაპზე კვარაცხელიას თაობაზე პსჟ-სა და ნაპოლის კონტაქტის შესახებ არაფერი ვიცი. პარიზელებმა არც კი იციან, თუ ვინ იქნება მომდევნო სეზონში მათი მთავარი მწვრთნელი.

ასევე არც ის ვიცი, როგორ უნდა მოერგოს ხვიჩა პსჟ-ს, როცა ზუსტად მის პოზიციაზე მბაპე თამაშობს.

კვარაცხელიას შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ახლა კონკრეტული არაფერია. დაივიწყეთ - კვარაცხელიას თაობაზე მარტში, აპრილში ან მაისში მოლაპარაკებები არ იქნება, რადგან ნაპოლი ახლა მხოლოდ სეზონის მეორე ნაწილზეა ორიენტირებული. ზაფხულამდე არაფერი მოხდება“.

- ციტირებს რომანოს სიტყვებს caughtoffside.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესს „სიტი“, „იუნაიტედი“ „ნიუკასლი“ და „რეალი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორიგინალური გამოსავალი? როგორ აპირებს ბარსა მესის დაბრუნებას
ორიგინალური გამოსავალი? როგორ აპირებს ბარსა მესის დაბრუნებას