კიდევ ერთი დიდი გამოწვევა - საქართველო დღეს სერბეთს შეხვდება
Aa
Aa

კიდევ ერთი დიდი გამოწვევა - საქართველო დღეს სერბეთს შეხვდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას საბერძნეთში აგრძელებს.

ჩვენი გუნდი აკროპოლისის ტურნირზე ასპარეზობს, რომლის ეგიდითაც გუშინ მასპინძელ საბერძნეთს სენსაციურად, 72:71 აჯობა, დღეს კი სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხზე" ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები