ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუა: ბარსას 9-ქულიანი ფორა ტერ შტეგენის დამსახურებაა

ტიბო კურტუა თვლის, რომ ლა ლიგაში „ბარსელონას“ 9-ქულიანი უპირატესობა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამსახურებაა.

„ბარსელონას“ ლა ლიგის 25 ტურის შემდეგ, მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული.

„არა მგონია, ტერ შტეგენს დიდი პროგრესი ჰქონდეს. ის ყოველთვის დიდი მეკარე იყო. ხანდახან არის რეცესია, ხან შეიძლება არ გაგიმართლოთ და სასაცილო გოლი გაუშვათ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ახლა ის კარგად არის. როდესაც მეკარე თავს თავდაჯერებულად გრძნობს, ის კიდევ უფრო ძლიერდება.

ბარსა წელს დაცვაში ძალიან კარგი იყო და ისინი რამდენიმე მომენტში ტერ შტეგენმა გადაარჩინა. მათ ბევრი მატჩი 1:0 მოიგეს. რომ არა ტერ შტეგენი, ეს თამაშები შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო. ის, რომ ბარსა 9 ქულით პირველ ადგილზეა, მისი დამსახურებაა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არ მინდა, რომ მას რეალის წინააღმდეგ ბევრი სეივი ჰქონდეს.

ტერ შტეგენი ფეხით თამაშში ჩემზე უკეთესია, მე კი ჰაერში ვარ უკეთესი, რადგან მაღალი ვარ. მაგრამ მთავარია ბურთის მოგერიება და ამაში ორივე ძალიან კარგები ვართ“,

- განუცხადა Movistar+-ს კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ დღეს 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: ჩვენ გუნდი არ ვართ - მე ვხედავ 11 ეგოისტს და არა გუნდს
კონტე: ჩვენ გუნდი არ ვართ - მე ვხედავ 11 ეგოისტს და არა გუნდს