Aa
Aa

VIDEO - საქართველომ ევრობასკეტის მორიგი ფავორიტი დაამარცხა!

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ამხანაგური ტურნირის აკროპოლისის თასის პირველ შეხვედრაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს საბერძნეთს 72-71 სძლია.

პირველი ტაიმის 37:33 დათმობის შემდეგ, მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის კულმინაცია შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე იყო, როცა საქართველოს ნაკრები გიორგი ცინცაძის სამქულიანით 72:71 დაწინაურდა, რის შემდეგაც ბერძნებმა შედეგიანად ვეღარ შეუტიეს და დამარცხდნენ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ აკროპოლისის თასზე მონაწილეობას საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთისა და იტალიის ნაკრებები იღებენ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები