„ბარსელონა“ პოგბას შეძენას იანვარში გეგმავს
Aa
Aa

„ბარსელონა“ პოგბას შეძენას იანვარში გეგმავს

როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იუწყება, გუშინ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ხუან ლაპორტა და პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ. სასაუბრო თემა რათქმაუნდა პოგბას კატალონიურ კლუბში ტრანსფერი იყო, რომლის შეძენაც „ბარსელონას“ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად „უეფას“ მიერ დაკისრებული სანქციის მიხედვით, კატალონიელებს 2016 წლის იანვრამდე ახალი ფეხბურთელის დამატების უფლება არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტა გაიმარჯვებს, პოგბას ტრანსფერი სავარაუდოდ სწორედ 2016 წლის იანვარში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები