ტოჩინოშინი
Aa
Aa

მე-2 გამარჯვება - ტოჩინოშინი ბრძოლას განაგრძობს

ოსაკაში მიმდინარე რანგით მეორე დივიზიონის ჯურიოს ლიგაში, ტოჩინოშინმა მე-6 საშეჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ჩიონოკუნი იყო, რომელსაც ოშიდაშის ილეთით მოუგო.

ტოჩინოშინმა აქტიურად და აგრესიულად იბრძოლა. ორივე სუმოტორმა სწრაფი ცუპარები გაცვალეს, მეტოქე თავს კარგად იცავდა და შეტევაზეც გადადიოდა, თუმცა საბოლოოდ, გორგაძემ ოშიდაშის ილეთით ჩიონოკუნი დოჰიოდან გადაიყვანა.


6 ტურის შემდეგ, ტოჩინოშინს 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. იმისათვის, რომ გორგაძე უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდეს, მან მინიმუმ 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

ლევან გორგაძე მე-7 საშეჯიბრო დღეს მეხუთე ნომერ ენჰოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია