Aa
Aa

"მილანის" წინადადება "ლაციოს" - 15 მილიონს + ნიანგი და პალეტა

ახალგაზრდა შემტევ კეიტა ბალდე დიაოს რომის „ლაციოს“ დატოვება სურს და კლუბთან ერთად ვარჯშზე უარს აცხადებს.

მას „იუვენტუსი“ და „მილანი“ ეპატიჟებიან. აფრიკელ ფეხბურთელს „იუვესთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა იგი დედაქალაქელებმა დაბალი სატრანსფერო ფასის გამო არ გაუშვეს.

გუშინ საღამოს კი იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ „ლაციომ“ ახალი შეთავაზება „მილანისგან“ მიიღო. „შავ-წითლები“ 22 წლის კეიტას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - მბაიე ნიანგსა და გაბრიელ პალეტას ჩამოდიან.

რომაელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. მათი პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო პრინციპული და ცოტა უცნაური კაცია. ასე რომ, არ გამოვრიცხოთ, რომ კეიტას მომავალი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება და მომავალ ზაფხულს კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება მოუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები