მუნირის არჩევანი:
Aa
Aa

მუნირის არჩევანი: "რომა" და სხვა არავინ!..

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მუნირ ელ ჰადადის „რომაში“ გადასვლა სურს და მან ყველა სხვა შეთავაზების განხილვაზე უარი განაცხადა.

„ჯალოროსი“ მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს დაახლოებით 1 თვეა მართავს და ისე ჩანს, საქმე წარმატებით უნდა დასრულდეს.

მუნირს „რომას“ გარდა წინადადებები „კრისტალ პალასისგან“, „სამპდორიასგან“, დეპორტივოსგან“ და „ალავესისგანაც“ აქვს.

21 წლის შემტევმა გასული სეზონი იჯარის წესით „ვალენსიაში“ გაატარა და 39 შეხვედრაში 8 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები