Aa
Aa

"მილანს" რაფინიას შეძენა უნდა

იტალიური Calciomercato-ს ცნობით, „მილანი“ „ბარსელონას“ რაფინია ალკანტარას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

იწერება ისიც, რომ „როსონერი“ მოლაპარაკებებს თავად ფეხბურთელთანაც მართავს და მასთან შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოსაა.

ასე რომ, 24 წლის ნახევარმცველი შესაძლოა ამ ზაფხულს მილანელთა ბოლო დიდი შენაძენი გახდეს.

იტალიელებს რაფინიას იჯარით აყვანა და 1 წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა სურთ.

ნიჭიერმა შუახაზელმა „ბარსას“ მაისურით გასული სეზონის ლა ლიგაში 18 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები