დი მარია ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

დი მარია ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირით ადრე, "ბარსელონა" ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გააქტიურდა.

ესპანური Sport-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანამ" ანხელ დი მარიასთან შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს მტკიცებით, არგენტინელ ფეხბურთელის აგენტთან უკვე ყველა დეტალი დაზუსტებულია.

რაც შეეხება "პსჟ"-ს, პარიზელები 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გარიგებაზე თანხმობას განაცხადებენ.

"ბარსა" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა და როგორც ჩანს, ტრანსფერი მალე დადასტურდება.

Sport-ი ასევე იმასაც წერს, რომ კატალონიელები "დორტმუნდთან" დემბელეს თაობაზე გარიგების ბოლო დეტალებს ათანხმებენ და 20 წლის ფრანგი გარემარბი, უახლოეს დღეებში ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები