Aa
Aa

"ბარსას" ახალი სუპერშეთავაზება და გარემოება, რომელმაც შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს...

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერისთვის კიდევ ერთ სუპერშეთავაზებას ამზადებს.

კატალონიელები ბრაზილიელის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 150 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რითაც „ლივერის“ ანკესზე წამოგებას ეცდებიან. ცოტა ხნის წინ, ინგლისელები თავიანთ ლიდერში დაახლოებით ამ თანხას ითხოვდნენ.

„ბარსას“ შეთავაზების თანახმად, კლუბი 110 მილიონ ევროს პირველ ეტაპზე გადაიხდის, ხოლო 40 მილიონ ევროს ეტაპობრივად, ბონუსების სახით დაფარავს.

ბრიტანული პრესა ამბობს, რომ „ლივერი“ მატეო კოვაჩიჩის დამატებასთან საკმაოდ ახლოსაა და შესაძლოა, „წითლებმა“ არსებული სიტუაციის პირობებში, კოუტინიოს გაშვებაზე ბოლო-ბოლო თანხმობა განაცხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები