წლის ყველაზე ხმაურიანი გაცვლა NBA-ში!
Aa
Aa

წლის ყველაზე ხმაურიანი გაცვლა NBA-ში!

გუშინ ღამით, NBA-ში სეზონის ყველაზე ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა.

"კლივლენდ კავალიერსმა" კაირი ირვინგი "ბოსტონ სელტიკსში" გაუშვა, სანაცვლოდ კი აიზია ტომასი, ჯეი კრაუდერი, ანტე ჟიჟიჩი და 2018 წლის დრაფტის პირველი პიკი მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბების ოფიციალურ ვებგვერდებზე ვრცელდება.

ირვინგმა "ბოსტონთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კაირი "კლივლენდში" 2011 წლიდან ასპარეზობდა და 2016 წელს გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები