პასუხი აპელაციაზე და რონალდუს ემოციური განცხადება
Aa
Aa

პასუხი აპელაციაზე და რონალდუს ემოციური განცხადება

მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ სუპერ თასის პირველ შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდუს მსაჯისთვის ხელის კვრა 5 მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

მადრიდის "რეალმა" გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დღეს კი, სააპელაციო კომიტეტმა პასუხი გამოაქვეყნა.

კრიშტიანოს დისკვალიფიკაცია კვლავ ძალაში დატოვეს. ასე, რომ რონალდუს კიდევ 3 ტურის გამოტოვება მოუწევს, რომ მოედანს დაუბრუნდეს.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა: "მორიგი უცნაური გადაწყვეტილება. თუმცა, უსამართლობა ვერ გამტეხავს. მე, ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი ვბრუნდები. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა". - განაცხადა რონალდუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები