გვარდიოლამ მესის კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვაზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

გვარდიოლამ მესის კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ნეიმარის გუნდიდან წასვლის შემდეგ "ბარსას", ჯერჯერობით მისი სათანადო შემცვლელი არ მოუყვანია.

ამ დღეებში, ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მანჩესტერ სიტი" ლეო მესის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის (300 მილიონი) გადახდას გეგმავდა.

შოკისმომგვრელ სიახლეზე "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"შესაძლოა, რომელიმე კლუბმა მესის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს კიდეც. ვერაფერს გეტყვით. არ არის გამორიცხული, რომ ასეც მოხდეს". - განაცხადა გვარდიოლამ BBC-სთან საუბრისას.

ბოლო ინფორმაციით, მესის "ბარსადან" წასვლა გამორიცხულია და იგი ახალ კონტრაქტს ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები