Aa
Aa

კოუტინიო ამ ზაფხულს "ლივერპულიდან" აღარ წავა?!..

ბრიტანული და ესპანური პრესის მტკიცებით, ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულს „ბარსელონას“ რიგებში აღარ გადავა.

Skysports იუწყება, რომ „ბარსას“ მიერ „ლივერპულისთვის“ მიცემული მოსაფიქრებელი დრო გასულ ღამეს ამოიწურა, ამიტომაც წესით მხარეები ტრანსფერს აღარ მიუბრუნდებიან.

მიუხედავად ფეხბურთელი სურვილისა გადავიდეს „ბარსელონაში“, მას „ენფილდზე“ დარჩენა მოუწევს.

არადა ლივერპულის ფანებს ბრაზილიელი დიდად გულზე აღარ ეხატებათ და მათ შორის რამდენიმე უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. მათ შორის კოუტინიოს მანქანის საქარე მინის ჩამტვრევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები