გიორგი შერმადინი
Aa
Aa

დოქტორი შერმადინი - ფიბამ ნაკრებების გმირები დაასახელა

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებიც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთ ეროვნულ გუნდებს გმირებად მოევლინნენ. ფიბამ მათ სტატია მიუძღვნა, რომლის პოსტერზეც გიორგი შერმადინს ვხედავთ და „შერმინატორი“ Marvel-ის ცნობილი, სუპერგმირის დოქტორი სტრეინჯის მსგავსადაა გამოწყობილი.

„თად მაკფადენი, გიორგი შერმადინი და კახაბერ ჯინჭარაძე საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც კალათბურთელები, რომლებმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანეს. მაკფადენი და შერმადინი ალბათ, დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ და მათი დიდი დამსახურებაა, საქართველომ მსოფლიოს საგზური რომ მოიპოვა. თადმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი, 226 ქულა ჩააგდო, შერმადინი კი მეორე იყო - 196 ქულა“, - წერს ფიბას საიტი.

ალბათ, გაგიკვირდებათ, ფიბას რჩეულებს შორის თორნიკე შენგელია რომ არაა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ის მოთამაშეები გამოარჩია, რომლებმაც დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და თოკო მათ შორის სწორედ ამიტომ არაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ კაპიტანს, რომელმაც არანორმალური გრაფიკი არაფრად ჩააგდო და საქართველოს ისტორიულ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯონსი ძალიან ტექნიკურია, ვეტორი ღირსეული მეტოქეა“ - რომან დოლიძის ინტერვიუ
„ჯონსი ძალიან ტექნიკურია, ვეტორი ღირსეული მეტოქეა“ - რომან დოლიძის ინტერვიუ