ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მელქაძე: „როცა ხვიჩას წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, შოკში ჩავვარდი“

რუსული საფეხბურთო კლუბის, „სოჭის“ მოთამაშემ, გიორგი მელქაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მელქაძე „კვარას“ წარმატებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას შეუძლია, კვალი არა მხოლოდ „ნაპოლიში“, არამედ მსოფლიო ფეხბურთში დატოვოს.

„მახსოვს, როცა ხვიჩას პირველად მივესალმე, მეგონა, რომ რუსული იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი და როცა მიპასუხა, მივხვდი, რომ რუსულად ვერ საუბრობდა. ამის შემდეგ, მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობდით.

რეალურ ცხოვრებაში ძალიან ახლო მეგობრები არ ვართ. ერთმანეთს ვიცნობთ და დაბადების დღეებს ვულოცავთ ხოლმე, მაგრამ არც მე ვეკითხები საქმე როგორაა და ამას არც კვარა აკეთებს. ხვიჩა ჩვეულებრივი და მშვიდი ბიჭია. ახლახან გავიგე, რომ თავის სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს. მას სახლთან პატარა ბავშვები ყოველთვის ელოდებიან და ხვიჩა მათთან ფოტოების გადაღებაზე უარს არასდროს ამბობს.

ვიფიქრებდი თუ არა, რომ იტალიაში წარმატებას მიაღწევდა? რა თქმა უნდა. როცა მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, მსუბუქად რომ ვთქვათ, შოკში ჩავვარდი. გაითვალისწინეთ, რომ ეს იმ მატჩში მოხდა, როცა ცვლილებაზე შემოვიდა და პირველივე წუთიდან არ დაუწყია. ჩემი აზრით, კვარას შეუძლია, თავისი კვალი არა მხოლოდ ნაპოლიში, არამედ მთელ მსოფლიოში დატოვოს“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი: „კვარა ძალიან ძლიერია, ახლა ნაპოლის დროა“
ზლატანი: „კვარა ძალიან ძლიერია, ახლა ნაპოლის დროა“