ისლანდიელთა მწვრთნელი: ჩემი გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ, საქართველოს ვულოცავ
Aa
Aa

ისლანდიელთა მწვრთნელი: ჩემი გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ, საქართველოს ვულოცავ

ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრეიკ პედერსენმა საქართველოსთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მის მოთამაშეებს გასამარჯვებლად არაფერი დაუკლიათ.

„ჩემი გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ. ბოლომდე ვიბრძოდით. მეტოქისთვის არაფერი დაგვითმია.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე 10 მატჩით ადრე, რომ ეთქვათ, საგზურის ბედი ბოლო შეხვედრაში ბოლო წამებზე გადაწყდებოდა, ამას ვერ დავიჯერებდი.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს მოგებისთვის რაიმე დავაკელით. წარმოიდგინეთ, ბოლო წამებზე ჩვენი საუკეთესო მსროლელი პერიმეტრზე თავისუფალი დარჩა და რომ ჩაეგდო მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით.

საქართველოს ვულოცავ, მათ კარგად ითამაშეს, ეს ძლიერი გუნდია და ქომაგების მხრიდან საოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვარ ახლა
შენგელია: ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვარ ახლა