თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვარ ახლა

თორნიკე შენგელიამ ისლანდიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„ეს იყო ალბათ ყველაზე ემოციური მატჩი, რომელიც ნაკრებთან ერთად ოდესმე მითამაშია. ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვარ ახლა. ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის და მწვრთნელის გამო. ჩვენი ხალხი გავახარეთ.

რთული მატჩი იყო, ისლანდია კარგი გუნდია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩია რაც ჩაგვიტარებია. გუნდურად კარგი სამუშაო გავწიეთ.

ყველა წამი, ყველა მომენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველა ჯარიმა, ყველა მოხსნა, ყველა ქულა, ყველა დაფარება - ამ მატჩში ყველა წამი მნიშვნელოვანი იყო“.

შენგელიას შესახებ, მისი ნაკრებისადმი დამოკიდებულის შესახებ ილიას ზუროსმაც ისაუბრა:

„თოკო შენგელია, რომელიც აქ იყო, შემდეგ იტალიაში გადაფრინდა და ისევ აქ დაბრუნდა. ეს არის რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებაში აქამდე არ მინახავს.ის უდიდესი პატრიოტია. ის მთელი გულით თამაშობდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ისტორია დაიწერა - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს