მონაკომ საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა!
Aa
Aa

მონაკომ საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა!

ლეონარდო ჟარდიმის გუნდი საფეხბურთო საზოგადოების გაკვირვებას განაგრძობს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში "მონაკომ" "მეცი" 1-0 დაამარცხა და ლიგა 1-ის რეკორდიც დაამყარა.

"მონეგასკებმა" შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ 15 მატჩის მოგება მოახერხეს და 2009 წელს "ბორდოს" მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს.

ჟარდიმის გუნდმა რადამელ ფალკაოს გოლით მოიგო. განაცხადში არ ყოფილა კილიან მბაპე, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა დარჩეს, თუ წავიდეს გუნდიდან.

შემდეგ ტურში "მონაკო" "მარსელს" დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები