ფირმინიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი „ლივერპულია“
Aa
Aa

ფირმინიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი „ლივერპულია“

მას შემდეგ, რაც „ჰოფენჰაიმის“ შემტევი ნახევარმცველით, რობერტო ფირმინიოთი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი „ლივერპულსაც“ გაუჩნდა.

როგორც ბრაზილიური ინტერნეტ-გამოცემა „Globo Esporte“ იტყობინება, „ლივერპულსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შორის მოლაპარაკებები ძალიან სწრაფად განვითარდა და იგი დასრულების ფაზაშია. „მერსისაიდელები“ მზად არიან, ფირმინიოს სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 25 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო „ლივერპულში“ თამაშის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე, ბრენდან როჯერსის გუნდი, ამ ტრანსფერის განხორციელების მთავარი ფავორიტია.

„კოპა ამერიკის“ გათამაშებაზე ფირმინიო ძალიან კარგად ასპარეზობს. ხოლო ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, მან ვენესუელას წინააღმდეგ გამართულ მატჩში საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები