Aa
Aa

"დეპორტივოს" გავლით "ატლეტიკოში"? - სად მიდის დიეგო კოშტა?..

დიეგო კოშტას თაობაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ ლა კორუნიის „დეპორტივომ“ მიმართა.

გალისიელებმა მადრიდელებს შესთავაზეს, რომ კოშტა შეიძინონ და ის იანვრამდე „დეპორში“ გაანათხოვრონ.

28 წლის ფორვარდს „ატლეტიკოში“ დაბრუნება სურს, თუმცა „როხიბლანკოს“ ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალება იანვრამდე არ ექნება. ამიტომაც შესაძლოა, „როხიბლანკომ“ „დეპორტივოს“ წინადადება სერიოზულად განიხილოს და „ჩელსის“ კოშტას ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართოს.

დიეგო კოშტამ რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას „ჩელსის“ ძირითად გუნდთან ვარჯიში აუკრძალეს და მიუხედავად მისი სურვილისა დაბრუნდეს „ატლეტიკოში“, კლუბი ცდილობს სხვაგან გაუშვას და მეტი ფინანსური სარგებელი ნახოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები