UEFA-მ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი სამეული გამოაქვეყნა
Aa
Aa

UEFA-მ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი სამეული გამოაქვეყნა

UEFA-მ ის სამეული გამოავლინა, რომლის წევრებიც 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. სამეული ლიონელ მესიმ ("ბარსელონა"), ჯანლუიჯი ბუფონმა ("იუვენტუსი") და კრიშტიანო რონალდომ ("რეალი") შეადგინეს.

მესიმ გასულ სეზონში ესპანეთის თასი მოიგო. ბუფონმა იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რონალდომ კი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში იზეიმა.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), ტონი კროოსი ("რეალი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), კილიან მბაპე ("მონაკო"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 24 აგვისტოს გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები