კონდოგბია „ინტერის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

კონდოგბია „ინტერის“ ფეხბურთელია

 22 წლის ჟოფრი კონდოგბიას ტრანსფერი, მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად დაადასტურა. „ნერიაძურიმ“ ახალგაზრდა ფრანგთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ხოლო სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელი ხვალ გაივლის.

„ინტერმა“ კონდოგბიას სანაცვლოდ „მონაკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა, ეს კი კლუბის ისტორიაში რიგით მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

შეგახსენებთ, რომ კონდოგბიას შესაძენად „ინტერის“ გარდა „მილანიც“ იბრძოდა და მის გაფორმებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში ფეხბურთელმა „ინტერი“ აირჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები