ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ლეგო“ კვარაცხელიას გამოსახულებით - მაღაზიებთან რიგებია

კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი აღმოჩენაა. ხვიჩამ საოცარი ნიჭითა და კარგი თამაშით ნეაპოლში თავი მალე დაიმკვიდრა.

„ნაპოლის“ ფანები მასზე ფაქტობრივად გიჟდებიან. უდავო ტექნიკური უნარებისა და განსაკუთრებული ადამიანური თვისებების მქონე ფეხბურთელი.. თანაგუნდელებმა მაშინვე დააფასეს იგი მისი უბრალოებისთვის და თავმდაბლობისთვის.

ნეაპოლში ქართველ ფეხბურთელს მალევე მიუძღვნეს შარფები, მაისურები, დროშები და სხვა ატრიბუტიკა მისი გამოსახულებით. გამოცემა AreaNapoli კი დღეს გვთავაზობს ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულების „ლეგოს“.

საინტერესოა, რომ ქანდაკება „ჯვაროსნების“ შემტევის გამოსახულებით უკვე წარმოებაში ჩაეშვა და მისი ყიდვა Via Scarlatti al Vomero-ს მაღაზიაში არის შესაძლებელი. წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და აღნიშნულ "ლეგოს" უამრავი ბავშვი ყიდულობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე მაგდებურგთან არ ითამაშებს - მხოლოდ ორი ვარჯიში მოასწრო
ზივზივაძე მაგდებურგთან არ ითამაშებს - მხოლოდ ორი ვარჯიში მოასწრო