მილანი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“არ დაგავიწყდეთ, იტალიის ჩემპიონს ვეთამაშებით“ - ინძაგი დერბის წინ

სერი ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები მილანურ დერბის იხილავენ. მატჩის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„ვიცით, რომ დერბი არის მატჩი, რომელიც დიდ ემოციებს იწვევს და ჩვენს გულთან ახლოს არის. მოედანზე ყველაფრისთვის მზად ვართ. მილანური დერბი თავისთავად ისტორიაა. საუკეთესო გამოსავალი დიდი კონცენტრაციით თამაშია. სეზონის ამ ეტაპისთვის 1 ქულაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ლუკაკუ ნელ-ნელა ფორმაში შედის. მას „ატალანტასთან“ კარგი მატჩი ჰქონდა. რომელუ ჩემი იმედია. ვიმედოვნებ, რომ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო კონდიციებში ჩადგება. ბელგიელი თავდამსხმელი დამწუხრებულია იმის გამო, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარა. მას ყოველდღე ვესაუბრები და ყველაფერი კარგად იქნება.

დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. „მილანი“ ცუდ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ იტალიის მოქმედ ჩემპიონზე ვსაუბრობთ, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. „როსონერის“ დიდ პატივს ვცემ. გამარჯვებისთვის ბევრი სირბილი, მონდომება და დიდი ყურადღება დაგვჭირდება."

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ახლა საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება. „როსონერიმ“ ბოლო მატჩი მიმდინარე წლის 4 იანვარს „სალერნიტანასთან“ მოიგო. ამის შემდეგ, 4 წაგება და 1 ფრე. მილანური დერბი 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაგელსმანმა დაადასტურა - მანე პსჟ-სთან არ იქნება
ნაგელსმანმა დაადასტურა - მანე პსჟ-სთან არ იქნება