მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “ჩემი მილანი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცოთ“

სერი ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები მილანურ დერბის იხილავენ. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„თამაშის გეგმა მოვამზადეთ. საქმეს დიდი ენთუზიაზმით და ყურადღებით ვეკიდებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვირას თამაში უკეთესი იყო, რადგან ვარჯიშისთვის ერთი დღით მეტი გვაქვს. ბოლო პერიოდში ასე არ ხდებოდა და ახლა ძალიან მოხარული ვარ. ასეთი დონის მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთ დეტალსაც შეუძლია. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს.

„ინტერი“ უკეთეს ფორმაშია და თასზეც უკეთესი იყო. ახლა შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ „მილანი“ „ინტერზე უკეთესი გუნდია. კრიტიკა ცუდი არ არის. ეს ყველაფერი მართებულია. მხოლოდ სულელები არ იღებენ კრიტიკას. ჩემი „მილანი“ არ დასრულებულა და ეს უნდა დავამტკიცოთ.

ზლატანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მან გუშინ 10 წუთით ივარჯიშა. „ტოტენჰემთან“ მატჩები კარს მოგვადგა და არ გვაქვს გარანტია, რომ იბრაჰიმოვიჩი 100%-ით შეძლებს ჩვენს დახმარებას. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ის თავის დონეს დაუბრუნდეს.“

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ახლა საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება. „როსონერიმ“ ბოლო მატჩი მიმდინარე წლის 4 იანვარს „სალერნიტანასთან“ მოიგო. ამის შემდეგ, 4 წაგება და 1 ფრე. მილანური დერბი 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხბურთელი ვარანი ადამიან ვარანს ახრჩობს“
“ფეხბურთელი ვარანი ადამიან ვარანს ახრჩობს“