ტორესი „ატლეტიკოში“ კვლავ 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს
Aa
Aa

ტორესი „ატლეტიკოში“ კვლავ 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

როგორც ესპანური გამოცემა „AS“ იუწყება, მომდევნო სეზონში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი, 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მადრიდში დაბრუნების შემდეგ, „ელ ნინიოს“ 9 ნომრიანი მაისური დაკავებული დახვდა, რადგანაც ამ ნომრით მარიო მანჯუკიჩი ასპარეზობდა. რამდენიმე დღის წინ კი, ხორვატი თავდამსხმელი, ტურინის „იუვენტუსის“ რიგებს შეუერთდა და ამრიგად, ტორესს შეუძლია, რომ კვლავ მისთვის ჩვეული ნომრით იასპარეზოს.

იანვარში ფერნანდო ტორესი, მადრიდის „ატლეტიკომ“ არენდის წესით „მილანიდან“ აიყვანა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, „ელ ნინიომ“ „პრიმერადივიზიონში“ 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები