მილანი
Aa
Aa

ლეაოსთან მოლაპარაკება გრძელდება - მილანმა ჭორებს წერტილი დაუსვა

გუშინ, გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ „მილანსა“ და რაფაელ ლეაოს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეწყდა.

აღნიშნულმა გამოცემამ ეს იმაზე დაყრდნობით დაწერა, რომ პორტუგალიელი გარემარბი „სასუოლოსთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ამ ინფორმაციამ კი „როსონერის“ ქომაგები აანერვიულა.

ამის საპასუხოდ, „მილანმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა და La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ლეაოსთან მოლაპარაკება არ შეჩერებულა. გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ჟურნალისტური ასეთი ნარატივი აზიანებს, როგორც კლუბს ასევე ფეხბურთელს და მათ ურთიერთობას. ამ მომენტისთვის, „მილანი“ ლეაოსთან მოლაპარაკებას მშვიდად და პროფესიონალურად აგრძელებს.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს „როსონერისთან“ ხელშეკრულება 2014 წლის ივნისში ეწურება და მისით ისეთი გუნდები ინტერესდებიან როგორებიც „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „ჩელსი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Relevo: ნავასი ნოტინგემ ფორესტში ითამაშებს
Relevo: ნავასი ნოტინგემ ფორესტში ითამაშებს