მილანი
Aa
Aa

სიტუაცია გართულდა - ლეაოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეჩერებულია

დიდი ხანია „მილანი“ რაფაელ ლეაოს ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას ცდილობს, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღეს კი სიტუაცია უფრო გართულდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკება საერთოდ შეჩერებულია.

სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ „მილანს“ უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და „სასუოლოსთან“ მატჩში პორტუგალიელი გარემარბი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ლეაო მეორე ტაიმში შევიდა, მაგრამ სასარგებლო ბევრი ვერაფერი გააკეთა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რაფაელსა და „როსონერის“ შორის მოლაპარაკება დიდი ხანია არ განახლებულა და ეს ყველაფერი კლუბის განაწყენებას იწვევს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შესაძლოა „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდეს და მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ გავიდეს.

ლეაოს კალიბრის ფეხბურთელს კი ნამდვილად არ ენდომება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშოს. ეს კი შეიძლება კლუბიდან წასვლის მიზეზი გახდეს. წყაროს ცნობით, მხარეები მომავალ კვირაში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ თავის ფეხბურთელთან საერთო ენას გამონახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსიამ გატუზო გაუშვა
მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსიამ გატუზო გაუშვა