ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ სიტის ტოვებს - პორტუგალიელი ბაიერნში გადადის

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელს, ჟოაუ კანსელუს უკავშირდება. გავლენიანი ჟურნალისტის, დევიდ ორნშტაინის ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება.

„რეკორდმაისტერი“ 28 წლის უკანახაზელს იჯარის წესით გადაიყვანს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება გაწერილი და ვადის გასვლის შემდეგ, გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. მიუნხენელები დიდი ხანია მისი თამაშით აღფრთოვანებული არიან და კანსელუს დამატება მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ჟოაუმ „ბაიერნთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია, კლუბებს შორის კი მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და სამედიცინო შემოწმება დღესაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ კანსელუს „სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში იგი პეპ გუარდიოლას რჩეულ თერთმეტეულში ვერ ხვდებოდა და მის ნაცვლად ძირითადში რიკო ლუისი და ნათან აკე ჩნდებოდნენ. ბრიტანელი ჟურნალისტის მიხედვით, უცნობია, „ქალაქელებმა“ მის გაშვებაზე თანხმობა რატომ განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
30 იანვრის სატრანსფერო ზონა
30 იანვრის სატრანსფერო ზონა