აბრამოვიჩი ჩეხს 4 მილიონს გადაუხდის
Aa
Aa

აბრამოვიჩი ჩეხს 4 მილიონს გადაუხდის

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი, გუნდში გატარებული 11 წლისთვის მადლობის ნიშნად, პიტერ ჩეხს 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას „Sunday People“ ავრცელებს.

ჩეხს „ჩელსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა 33 წლის მეკარე გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეხმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა ლონდონის „არსენალთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები