ჰარდენმა 51 ქულა ჩააგდო, ნოვიცკი 28 000-ქულიან ნიშნულს გადასცდა
Aa
Aa

ჰარდენმა 51 ქულა ჩააგდო, ნოვიცკი 28 000-ქულიან ნიშნულს გადასცდა

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის 12 მატჩი გაიმართა. “ჰიუსტონმა” შინ “საკრამენტო კინგზს” 115:111 მოუგო. ტეხასელების გამარჯვებაში ლომი წილი ჯეიმს ჰარდენმა დაიდო, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი, 51 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 6 პასი შემატა. “ბაბუაწვერამ” 16-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, 9-დან 8 სამქულიანი მოათავსა კალათში და 13 საჯარიმო სროლიდან 11 ზუსტად გამოიყენა. “საკრამენტოში” საუკეთესო დემარკუს კაზინსი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. ფორვარდმა გუნდს 24 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი შესძინა.

“ოკლაჰომა” შინ “დალას მავერიკსთან” 131:135 დამარცხდა. ტეხასელებმა გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვეს, დალასის” 7 კალათბურთელს 10 ან მეტი ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 26 ქულა მონტა ელისმა ჩააგდო. ამ მატჩში გერმანელმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ 18 ქულა ჩააგდო და ნბა-ს ისტორიაში 28 000-ქულიან ნიშნულს გადაცდა. ამ მომენტისთვის ნოვიცკის ნბა-ში 28 004 ქულა აქვს ჩაგდებული და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ოკლაჰომელთაგან საუკეთესო რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეთერთმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა. რასელმა გუნდს 31 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი შესძინა.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში თავი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი “ინდიანა პეისერსი” 100:87 დაამარცხა. ბოსტონელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს 5 კალათბურთელს 11 ან მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული. “ბოსტონი” 34 მოგებით და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე. მერვე ადგილოსან “ბრუკლინსაც” 34 მოგება აქვს, მაგრამ “სელტიკსთან” შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები