ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლის ეპიზოდში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, როდესაც ვიქტორ ოსიმენს ლამაზი პასით გაატანინა, რითაც „ნაპოლიმ“ ანგარიში გახსნა.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი რომასთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩას თამაში ადგილობრივმა მედიამ შეაფასა.

Tuttonapoli – 6.5 ქულა: „იუვენტუსისავით ზღაპრული ღამე არ ჰქონია, მაგრამ თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა, როდესაც ოსიმენს შესანიშნავად გადაუკიდა ბურთი და გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.

CalcioNapoli1926 – 6.5 ქულა: პირველი გოლის გატანის შანსი მას ჰქონდა, მაგრამ პატრისიუმ აჯობა, თუმცა შემდეგ ოსიმენს ბრწყინვალე პასი მისცა და მისი თამაში ამან გადაარჩინა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ოსიმენზე გადამწყვეტი ასისტი შეასრულა, მაგრამ მას უკეთესი თამაშებიც ჰქონია. მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი. მეორე ტაიმში მან ჩვეული თვისებები დაკარგა და საბოლოოდ მარტივად პროგნოზირებადი გახდა.

Calciomercato – 7 ქულა: იგივე დღე იყო: შეუჩერებელი. საგოლე პასი ოსიმენზე და შესანიშნავი თამაში.

90Min – 6 ქულა: ძალიან მოკრძალებული იყო. ოსიმენზე საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო. ის ვერ ასახავდა იმ სტანდარტებს, რომლებსაც მიგვაჩვია.

Goal.com – 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 21 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდთან ერთად მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები