გაგრა, მატეუშ მარკონდელე
Aa
Aa

გაგრაში ბრაზილიელი მატეუშ მარკონდელე ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი მატეუშ მარკონდელე ჩაირიცხა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

2019 წელს მარკონდელემ „პონტე პეტრას“ რიგებში ბრაზილიის სერია ბ-ში 8 მატჩი ჩაატარა. გარდა აღნიშნული გუნდისა, სამშობლოში „მარილიასა“ (2016-17) და „ოზასკუ აუდაკსის“ (2017-19, 2020-21) შემადგენალობაში ასპარეზობდა.

2022 წელი ლიეტუვის ჩემპიონატის კლუბ „ჰეგელმანში“ გაატარა, 23 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო, ლიეტუვის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა და ქვეყნის თასი მოიგო.

მატეუშ მარკონდელეს საუკეთესო სამი გოლი

(მათგან ორი გოლი გასულ სეზონში ლიეტუვის ჩემპიონატში შეაგდო, ერთი კი - ბრაზილიაში თამაშისას).

 

მატეუშ მარკონდელეს თამაშის გამორჩეული მომენტები ბრაზილიური კარიერიდან

ბრაზილიელი შემტევის გარდა „გაგრამ“ გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა დაიმატა.

„გაგრა“ შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: თამაზ მაქაცარია, ოთარ ფარულავა, ზურაბ სეხნიაშვილი, ნიკოლოზ ჭანტურია, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ბუხაიძე, ტამიმუ უორუ, არფანგ დაფე, მარიო შარბელ ბა, გიორგი ქობულაძე.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში „გაგრამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და 2023 წელს კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები