ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

The Guardian: წლის საუკეთესო მესი, ხვიჩა მე-40 ადგილზეა

The Guardian-მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ბრიტანული გამოცემა რამდენიმე დღეა ათეულების სიას აქვეყნებს და საბოლოოდ, ფინალურ მოწინავე ათეულამდეც მივიდნენ.

2022 წლის საუკეთესო მოთამაშედ ლეო მესი დასახელდა. მეორე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, მესამეზე კარიმ ბენზემა. მეოთხე პოზიცია ერლინგ ჰოლანდმა დაიკავა, მეხუთე კი ლუკა მოდრიჩმა.

ტოპ ათში ასევე შედიან კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუს ჟუნიორი, ტიბო კურტუა და მუჰამედ სალაჰი.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი მე-40 პოზიციაზეა. მისი გუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი 52-ეა და მასზე ერთით წინ კრიშტიანუ რონალდუ (51-ე) იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ Goal-ის ვერსიით, 2022 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიასაც ლეო მესი ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელია კი ათეულში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ სუპერგოლით ხვიჩას მოგაგონებთ“ - იტალიური მედია კვერნაძეზე
„ამ სუპერგოლით ხვიჩას მოგაგონებთ“ - იტალიური მედია კვერნაძეზე