ბათუმის დინამო, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„ამ სუპერგოლით ხვიჩას მოგაგონებთ“ - იტალიური მედია კვერნაძეზე

ბათუმის „დინამოს“ ახალწვეულმა გიორგი კვერნაძემ, რომელსაც იტალიური მედია „ნაპოლის“ უკავშირებს, გრაცის „შტურმთან“ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. კვერნაძის სუპერგოლს ნაეპოლური მედია გამოეხმაურა.

Calcionapoli24 გიორგი კვერნაძეზე:

„აურელიო დე ლაურენტისის „ნაპოლი“ 19 წლის გიორგი კვერნაძეს დიდი ყურადღებით აკვირდება. შესაძლოა, კვარაცხელიას მსგავსი ოპერაცია განმეორდეს. კვერნაძესა და კვარაცხელიას შორის მსგავსება დიდია, ხვიჩას მსგავსად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მისი სათამაშო ფეხი მარჯვენაა, ძლიერი დარტყმით გამოირჩევა, დრიბლინგს ბრწყინვალედ ასრულებს. კვერნაძემ „შტურმთან“ სუპერგოლი გაიტანა, შორეულ კუთხეში შეაგდო და ამ გოლით მის თანამემამულეს, ხვიჩა კვარაცხელიას მოგაგონებთ“.

გიორგი კვერნაძეს „ნაპოლი“ აკვირდება. მისი წარმატებული თამაშის შემთხვევაში რეალურია, რომ ხვიჩას გზა გაიაროს და ბათუმის „დინამოდან“ ნეაპოლურ კლუბში გადავიდეს.

კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, 21 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკა, ბოლო პასი, ფიზიკური მდგრადობა - კარნევალემ ხვიჩაზე ისაუბრა
ტექნიკა, ბოლო პასი, ფიზიკური მდგრადობა - კარნევალემ ხვიჩაზე ისაუბრა