ნოელ ლე გრე
Aa
Aa

„მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც ქამრის ქვემოთ აქვს“ - მორიგი ბრალდება ლე გრეს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნოელ ლე გრეს, რომელსაც დროებით უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ყოფილმა თანამშრომელმა მორიგი ბრალდება წაუყენა.

ქალი, რომელიც ადრე ლე გრესთან მუშაობდა Presse-Ocean-თან ინტერვიუში მას ბრალს სექსუალურ შევიწროებაში დებს.

„მან არაერთხელ მითხრა: „დიახ, შენ ცხელი გოგო უნდა იყო და არაფერია ცუდი იმაში, რომ საკუთარი თავისთვის კარგი გააკეთო”. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც ქამრის ქვემოთ აქვს.

ალკოჰოლი მას უფრო ამშვიდებდა. ყველამ იცოდა მისი ამ საქციელის შესახებ. ერთმანეთში ვსაუბრობდით, ის ამბობდა რომ მონადირე იყო, თავისი პენისით იყო შეპყრობილი.

საკუთარი თავის პატივისცემას კარგავდა. და როცა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე, მან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია და პატარა ცხოველივით იყო“,

- თქვა ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ხანგრძლივობის მანძილზე ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგუერო იბრას: ჩვენ ჩემპიონები ვართ და შენ ამის გამო თავის მოკვლა გინდა
აგუერო იბრას: ჩვენ ჩემპიონები ვართ და შენ ამის გამო თავის მოკვლა გინდა