პირლო „იუვენტუსს“ იანვარში დატოვებს
Aa
Aa

პირლო „იუვენტუსს“ იანვარში დატოვებს

„Gazzetta dello Sport“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო, „იუვენტუსის“ რიგებს 2016 წლის იანვარში დატოვებს და „MLS“-ის გუნდ “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდება. 2015/16 წლების სეზონის პირველ ნახევარს კი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში გაატარებს.

თავად ანდრეამ, უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს. „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, პირლო ატირდა და აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონის ფინალში თამაშის იმედი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები