ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზიდანი რეალის მწვრთნელად შესაძლოა მესამედ დაინიშნოს

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი შესაძლოა მესამედ გახდეს. ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა The Athletic ავრცელებს. სააგენტო სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფლორენტინო პერესი ზიზუს გარემოცვას უკვე დაუკავშირდა და მას კლუბში დაბრუნება შესთავაზა.

თუმცა, ზიდანი დაბრუნების სანაცვლოდ შესაბამის პირობებს და გარემოებებს მოითხოვს, რისი გათვალისწინებითაც ფლორენტინო პერესს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

„რელიას“ შეთავაზების გარდა, ფრანგი სპეციალისი „მარსელისა“ და „იუვენტუსის“ ვარიანტებსაც განიხილავს. „მარსელის“ შემთხვევაში, ზიზუ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მუშაობას დაელოდება და შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გუნდი ტიტულების მოგებისკენ კონცენტრირდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ზიდანმა პსჟ-ს შეთავაზებაზე თქვა უარი, რადგან მისთვის პრიორიტეტული საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა იყო, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დიდიე დეშამს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რის გამოც ზიდანმა სხვა შეთავაზებების განხილვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელობის პერიოდში ზიზუმ ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამასთან 2016-დან 2018-წლამდე ის გუნდთან ერთად ლა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. ზიდანმა „სამეფო კლუბი“ 2018 წლის ზაფხულში დატოვა, თუმცა ზუსტად 1 წელში გუნდი მეორედ ჩაიბარა და 2020 წელს კვლავ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. 51 წლის სპეციალისტი „რეალს“ მეორედ 2021 წლის ზაფხულში დაემშვიდობა და ამ დრომდე უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სახალისო მატჩს ველოდები“ - ანჩელოტი მადრიდული დერბის წინ
“სახალისო მატჩს ველოდები“ - ანჩელოტი მადრიდული დერბის წინ