მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბი ჯამბაზია, იანი მას ვადაზე ადრე მოუგებს“ - MMA-ს რუსი მებრძოლი

UFC-ის ყოფილმა რუსმა მებრძოლმა, ალექსეი კუნჩენკომ მერაბ დვალიშვილისა პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და რუსულ მედიას საკუთარი მოლოდინები გაუზიარა.

რას ამბობს კუნჩენკო:

დვალიშვილი სტერლინგის მეგობარია, მას ჯამბაზსაც ეძახიან და ნებისმიერ ხვრელში შეუძლია შეძრომა. პიოტრისთვის ის მოსახერხებელი მეტოქე იქნება. მასთან შედარებით, სტერლინგი მაღალია, მეტოქეს კარგად ეკვრება და კარგადაც იბრძვის. ფიზიკურადაც ძლიერია და მისი ჭიდაობაც ბევრად უკეთესია. მერაბი კი უფრო დაბალია და სტანდარტულად იბრძვის. ვფიქრობ, ამისთვის მომზადება იანისთვის მარტივი იქნება.

პიოტრმა დვალიშვილის ბარიერი მარტივად უნდა გადალახოს. ის მომზადებას ტაილანდში გადის და ბევრი კარგი პარტნიორი ჰყავს. რაც შეეხება მოლოდინებს, მგონია რომ მას არჩევანი აღარ აქვს, კარგად ესმის, რომ ბრძოლო ბრძოლებში ემოციურად დაიცალა, ახლა კი იმდენი ემოცია დაუგროვდა, რომ თავისუფლად შეუძლია ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულოს. ვფიქრობ, პიტერი ნაადრევად გაიმარჯვებს.

ცნობისთვის, ალექსეი კუნჩენკოს MMA-ს ეგიდით 28 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან 20 შეხვედრაში გაიმარჯვა, 4-ში კი დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლა 11 მარტს, UFC Vegas 71-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „მერაბს აქვს გეგმა, რომლითაც იანს დაამარცხებს“
ალჯო: „მერაბს აქვს გეგმა, რომლითაც იანს დაამარცხებს“