დანი ალვეში
Aa
Aa

ალვეშის ძმა: „დანი თაღლითურ ხაფანგში გაება“

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველის, დანი ალვეშის გარშემო შექმინი სკანდალური ფონი არ ცხრება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ დრომდე საპატიმროში რჩება და სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება.

39 წლის ფეხბურთელის ძმამ, ნეი ალვეშმა საქმის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დანი თაღლითურ ხაფანგში გაეხვა.

რას ამბობს ალვეშის ძმა:

ჩემი ძმა ხაფანგშია გახვეული და ჩემი ოჯახი არ დანებდება. დანის უნაკლო კარიერა აქვს, რომელმაც კარგი თამაშით მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი. ახლა კი ეს მდგომარეობა, რომელშიც ის ჩავარდა, მის კარიერას ურტყავს.

აუცილებად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემი ძმა ამ დემონურ-ეშმაკური სქემიდან გამოვიყვანოთ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთლს ერთ-ერთი ქალბატონი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანი ალვეშს 4-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეო რჩება - მისი მიზნები კოპა ამერიკა 2024 და ლიგაზე რონალდუს რეკორდია
ლეო რჩება - მისი მიზნები კოპა ამერიკა 2024 და ლიგაზე რონალდუს რეკორდია