რეალი, ბარსელონა, რასმუს ჰოილუნი
Aa
Aa

დანიელი ამომავალი ვარსკვლავი - ჰოილუნდი რეალს და ბარსელონას სურთ

El Nacional-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ „ატალანტას“ თავდამსხმელით რასმუს ჰოილუნდით ინტერესდებიან. 19 წლის ფეხბურთელი თამაშის სტილით ერლინგ ჰოლანდს წააგავს და ევროპული გრანდების ინტერესთა არეალში მოექცა.

დანიელი თავდამსხმელი ბერგამოულ კლუბს 2022 წლის ზაფხულში „შტურმიდან“ შეუერთდა. დღემდე „ატალანტას“ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორიტეტული გამოცემა Transfermarkt მას 15 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ, თუ El Nacional-ს დავუჯერებთ „ბარსელონა“ 40 მილიონის გადასახდელად მზად არის. ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ „რეალის“ სკაუტები ჰოილუნდს აქტიურად აკვირდებიან.

ცნობისთვის, იტალიურ მედიაში რასმუსს ახალ ვარსკვლავად თვლიან და ამბობენ, რომ დუსან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შემდეგ, ძვირად გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ ის არის. ჰოილუნდმა 2023 წელი ბრწყინვალედ დაიწყო. ნიჭიერმა თავდამსხმელმა ზედიზედ 4 შეხვედრაში გაიტანა და „ბარსელონას“ ინტერესი სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა.

წყაროს ცნობით, დანიელი ამომავალი ვარსკვლავის გადაბირება პრემიერ ლიგის გუნდებსაც სურთ, მაგრამ კონკრეტული სახელები არ სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამოსი შესაძლოა ნაკრებში დააბრუნონ - თან კაპიტნად
რამოსი შესაძლოა ნაკრებში დააბრუნონ - თან კაპიტნად